Friday, July 19, 2013

პროექტი

პროექტის სახელწოდება:,,წყალტუბოს სოფლის ტოპონიმები და თქმულებები"

   პრობლემის განსაზღვრა–მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ თავიანთი სოფლების ტოპონიმებს,სახალხო მთქმელებს და იმ ადამიანებს ,რომლებმაც თაობებს შემოუნახეს ზეპირსიტყვიერების ნიმუშები.ოდესღაც ეს ყოველივე ჩვენს ტრადიციებს ,ზნე–ჩვეულებებს უკავშირდებოდა და დღეს უკვე დავიწებას მიეცა.

პროექტიში მონაწილეთა ასაკი–16–17წელი.
კლასი–11–12კლასები.

ვადა–2თვე.

რესურსები–ალბომი,სლაიდები,კოლაჟი,კედლის გაზეთები.

ეს სასწავლო პროექტი აქტუალური იქნება ,რადგან მისი განხორციელებით მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან სოფლის ტოპონიმებს,თქმულებებს ,ხალხის ტრადიციებსა და ზნე–ჩვეულებებს.ღირსეული ადამიანების ცხოვრების შესწავლით ბავშვები დაადგენენ მათ წარმატებებს ,პრობლემებს გაითავისებენ,ყოველივე ეს კი მოსწავლეებს გამოადგებათ ცხოვრებაში და ხელს შეუწყობს მათ მომავალი პროფესის არჩევაში.

პროექტში მონაწილე მოსწავლეები განივითარებენ უნარებს შემდეგ საგნებში:
1.გეოგრაფიაში –შეისწავლიან სხვადასხვა სოფლებს და დაადგენენ მათ ტოპონიმებს.
2.ქართულ ენასა და ლიტერატურაში –შეიძენენ ინტერვიუს აღების უნარებს .გაიუმჯობესებენ წერისა და კვლევის უნარებს.
3.ისტ–ის გამოყენებაში–ინტერნეტში მასალების მოძიებით , სურათების ატვირთვით ,პრეზენტაციის მომზადებითა და ნამუშევრების ბლოგში განთავსებით.
მოსწავლეებს განუვითარდებათ აგრეთვე ჯგუფური მუშაობის ,თანამშრომლობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ,რესურსების გამოყენების ,კვლევისა და ძიების უნარები.

ქართ.12. მოსწავლე წარმოადგენს სასწავლო პროექტს აუდიტორიის წინაშე

შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ .იყენებს სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებებს.შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს.

ქართ.12.მოსწავლე კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილ სასწავლო პროექტს.

შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე აფასებს პროექტის წარმოდგენის პრეზენტაბელურობას.შეძლო თუ არა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა ,როგორი იყო მისი მანერები, რამდენად კეთილ განწყობილი იყო აუდიტორიის მიმართ.

წინაწარი ცოდნა –მოსწავლეებმა იციან ინტერნეტში მასალების მოძიება ,სლაიდების დამზადება ,სურათების ატვირთვა.

                           
                          სასწავლო პროექტის მსვლელობა
1.თემის შერჩევა.მოსწავლეები გონებრივი იერშის მეთოდით ასახელებენ მათთვის საინტერესო აქტუალურ თემებს ,რომლებიც დაფაზე იწერება.

მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები ირჩრვენ ყველაზე საინტერესო თემას.

ზოგადი თემის შერჩევის შემდეგ მოსწავლეები თემის გარშემო  ჩამოწერენ რამდენიმე  მნიშვნელოვან საკითხს შემდეგ მოსწავლეები ერთიანდებიან საპროექტო ჯგუფებში.

შეიქმნება 4 ჯგუფი:
1,,.ლექსიკოგრაფები"
2.,,მამულიშვილები"
3.,,საუნჯე"

თითოეულ ჯგუფს მიეცემა შესაბამისი დავალება
1.წყალტუბოს სოფლების ტოპონიმები.
2.სოფლის უხუცესი ადამიანები.
3.სოფლების ტრადიციები, ზნე–ჩვეულებები.

ჯგუფში ყველა წევრს თავისი დავალება აქვს, რომლებსაც ლიდერები უნაწილებენ პროექტში ჩართულ მოსწავლეებსმათი ინტერესების მიხედვით.მოსწავლეთა ნაწილი მოიძიებს  ინფორმაციებს , ნაწილი ინტერვიუს აიღებს, ნაწილი ფოტოებს გადაიღებს ,გააკეთებენ ჩანაწერებს,დაამზადებენ სლაიდებს,ალბომებს ,კოლაჟს, განათავსებენ ინტერნეტში საინტერესო მასალებს და ა.შ.

სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით მომზადდება შესაბამისი პროდუქტი.

                                           აქტივობები
1.რესურსებისა და ინფორმაციების მოძიება
2.ფოტო–სურათის გადაღება
3.ალბომების ,სტენდებისა და სლაიდების დამზადება
4,პრეზენტაცია

დანიშნულ დროს მოხდება პროდუქტის პრეზენტაცია

მასწავლებელი აფასებს ჯგუფებს  შეფასების რუბრიკის მიხედვით.

შეფასების საგანი და პროცედურები:

მოსწავლეთა წარმატებებს დავადგენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიხედვით

დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

1.ჯგუფის შემოქმედობითობა
2.ინფორმავიის მოძიება
3.შექმნილი რესურსების გამოყენება
4.ზეპირი პრეზენტაცია

პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი :ქეთევან კობახიძე





პროექტი